Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

ანჩოუსის ჩხირები

საჭირო მასალა: 250 გ ფენოვანი ცომი, 20 ცალი ანჩოუსის ფილე, 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. რძე.

მომზადება: ცომი 3 მმ-ზე გავაბრტყელოთ, გავჭრათ ოთხად. ორი ნაწილი გადავახვიოთ და შევინახოთ მაცივარში. გაბრტყელებულ ცომის ნაჭრებზე სამ რიგად დავაწყოთ ანჩოუსის ფილეები ისე, რომ რიგებს შორის მანძილი 1,5 სმ მაინც იყოს. კვერცხის გული და რძე ავთქვიფოთ და წავუსვათ ცომის ნაპირებსა და ცარიელ ადგილებს. მაცივრიდან გამოვიღოთ შენახული ცომის ნაჭრები, გადავაფაროთ თევზიან ნაჭრებს. ხელით მივაწებოთ კვერცხწასმულ ადგილებზე და მაცივარში შევდოთ. 20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, დავჭრათ თხელ ღერებად ისე, რომ ფილეები შიგნით მოექცეს და 200 გრასდუსზე გახურებულ ღუმელში 5-6 წუთი ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა